დეკემბრის სასკოლო წერების შედეგების შესახებ ინფორმაცია!
- 30 დეკემბერი, 2017
ძვირფასო მეგობრებო! კომაროვის სკოლის დეკემბრის სასკოლო წერის პირველადი შედეგები ცნობილია და შედეგების გასაგებად შეგიძლიათ მიმართოთ დამრიგებლებს. საღამოს სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მიმართონ საღამოს სკოლის კოორდინატორს ან მასწავლებელს. აპელაციები მიიღება 4, 5 და 8 იანვარს. მე-8 და მე-9 კლასელთათვის მათემატიკის ქვიზის აღდგენა - ანუ მათთვის ვინც მიიღებს 14 ან ნაკლებ ქულას, ჩატარდება 26 იანვარს. კომაროვის სკოლა წარმატებებს გისურვებთ! #სკოლაპანსიონიკომაროვი